რუსეთმა და თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ერთობლივი პატრულირება დაიწყეს
რუსეთმა და თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ერთობლივი პატრულირება დაიწყეს

რუსეთი და თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ერთობლივად პატრულირებენ.

რუსული მედიის ცნობით, ხუთი რუსული და ოთხი თურქული ავტომობილის კოლონამ სასაზღვრო ტერიტორიაზე პატრულირება ცოტა ხნის წინ დაიწყო.

მათი მარშრუტი სულ 110 კილომეტრს მოიცავს.

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოფიციალურმა ანკარამ რეგიონში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო.

ოპერაციის მიზანი სასაზღვრო ტერიტორიიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და რეგიონში ე.წ. უსაფრთხო ზონის ჩამოყალიბება იყო.

17 ოქტომბერს ვაშინგტონთან მოლაპარაკების საფუძველზე ანკარამ ოპერაცია ხუთი დღით შეაჩერა. ამ ხნის განმავლობაში ქურთ მებრძოლებს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ.

გასულ კვირას კი თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს პირველმა პირებმა ამ საკითხთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სირიის ჩრდილოეთ ნაწილში რუსებისა და თურქების ერთობლივ პატრულირებას ითვალისწინებს.