რუსეთმა და თურქეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

12:42, 01.12.2020

რუსეთმა და თურქეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გაუწევს მონიტორინგს.

„დასრულდა მოლაპარაკებები ტექნიკურ დეტალებზე, რომლებიც ეხება თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრის საფუძვლებსა და პრინციპებს და ხელი მოეწერა შეთანხმებას. მიმდინარეობს საჭირო სამუშაოები ერთობლივი ცენტრის სწრაფი ამოქმედებისთვის“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი