რუსეთმა და თურქეთმა 6-8 მარტს შავ ზღვაში ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს
რუსეთმა და თურქეთმა 6-8 მარტს შავ ზღვაში ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს

რუსეთმა და თურქეთმა 6-8 მარტს შავ ზღვაში ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს.

სამხედრო სწავლებაში რუსეთის მხრიდან ნოვორასიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის საპატრულო ხომალდი და საზღვაო ტრაულერი, თურქეთის მხრიდან კი კორვეტი და ნაღმოსანი ტრაულერი მონაწილეობდნენ.

ეკიპაჟებმა შავი ზღვის აკვატორიაში ურთიერთქმედების პროგრამა შეიმუშავეს და შესაძლო დანაღმულ ზონაში ხომალდების დანაყოფები გაატარეს.

თურქი მეზღვაურები სამხედრო სწავლება „ლურჯი სამშობლო 2019“-ის ფარგლებში 6-8 მარტს ნოვორასიისკის პორტში იმყოფებოდნენ. სხვა ქვეყნის პორტში ვიზიტი სამხედრო მანევრების ერთ-ერთი ელემენტი იყო.