რუსეთმა 8 აგვისტოს ღამეს უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი დრონი გაუშვა, არიან დაშავებულები, დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა
რუსეთმა 8 აგვისტოს ღამეს უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი დრონი გაუშვა, არიან დაშავებულები, დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა

რუსეთმა 8 აგვისტოს ღამეს უკრაინის მიმართულებით ასზე მეტი დრონი გაუშვა, არიან დაშავებულები, დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

8 აგვისტოს ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინის მასშტაბით ასზე მეტი უპილოტო აპარატი გაუშვა, არიან დაშავებულები, საცხოვრებელი შენობები კი დაინგრა.

უკრაინული მედიის თანახმად, ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და ცენტრში ჩამოაგდეს ან ჩაახშეს 82 საჰაერო სამიზნე – 3 რეაქტიული აპარატი, 79 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო აპარატი და სხვადასხვა ტიპის იმიტატორი.

კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთმა რეგიონში მშვიდობიან დასახლებებს შეუტია – თავდასხმის ქვეშ ბუჩას რაიონი იყო.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 16 წლის გოგონა, 56 წლის ქალი და 80 წლის ქალი.

ხანძარი კერძო სექტორში გაჩნდა, რის შედეგადაც დაზიანდა 21 კერძო სახლი, დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, ორი დაუმთავრებელი მრავალსართულიანი შენობა და 10 ავტომობილი.

ოდესის ოლქის პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, 8 აგვისტოს ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის ოლქს შეუტიეს, რის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა კანალიზაციის სატუმბი სადგური. ასევე დაზიანდა ერთ-ერთი საწარმოს ადმინისტრაციული და ტექნიკური შენობები. დაბომბვის შედეგად კომპანიის 54 წლის დაცვის თანამშრომელი დაშავდა.

სუმის ოლქის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ დაბომბვის შედეგად რეგიონში დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანდა მოქალაქეების სახლები, არასაცხოვრებელი შენობები, მანქანები და მაღაზია.

თავდასხმის სამიზნე გახდა ხარკოვის რეგიონიც.