რუსეტმ უმეროვი - გავრცელებულ ცნობებს „სამშვიდობო გეგმაზე“ შეთანხმების ან პუნქტების ამოღების შესახებ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია
რუსეტმ უმეროვი - გავრცელებულ ცნობებს „სამშვიდობო გეგმაზე“ შეთანხმების ან პუნქტების ამოღების შესახებ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უარყოფს ინფორმაციას, რომ უკრაინა შეერთებული შტატების ახალ „სამშვიდობო გეგმას“ დათანხმდა.

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით განიხილავს პარტნიორების წინადადებებს უკრაინის უცვლელი პრინციპების ფარგლებში. როგორც უმეროვმა აღნიშნა, შეერთებულ შტატებში მისი მივლინება ტექნიკური ხასიათის იყო – შეხვედრების ორგანიზება და დიალოგის მომზადება.

„რაიმე პუნქტების შეთანხმება არ მომხდარა. ეს არ შედის ჩემს უფლებამოსილებებში და არ შეესაბამება პროცედურას“, – განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

როგორც უმეროვმა განმარტა, 20 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტი ესაუბრა ამერიკულ დელეგაციას, რომელსაც უფლებამოსილება დონალდ ტრამპმა მიანიჭა. უმეროვის თქმით, უკრაინული  მხარე ყურადღებით იკვლევს პარტნიორების ყველა წინადადებას.

„პუბლიკაციებს მედიაში სავარაუდო „შეთანხმების“ ან „პუნქტების ამოღების“ შესახებ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ეს არის კონსულტაციების შესახებ კონტექსტიდან ამოგლეჯილი დაუდასტურებელი ინფორმაციის მაგალითები. ჩვენ საფუძვლიანად ვმუშაობთ პარტნიორების წინადადებებზე უკრაინის უცვლელი პრინციპების – სუვერენიტეტის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისა და სამართლიანი მშვიდობის ფარგლებში“, – წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.