რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვის გამო, 42 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ აშშ სანქციებს დააწესებს
რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვის გამო, 42 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ აშშ სანქციებს დააწესებს

რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვის გამო, 42 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ აშშ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, თუმცა მინისტრს არ დაუსახელებია მათი ვინაობა.

მისი თქმით, სანქციებს 14 ფიზიკურ და 28 იურიდიულ პირს შეეხება, მათ შორის ფინანსურ შუამავლებს.

მანამდე, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთში მსხვილ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს, ვაჭრობის დეპარტამენტმა კი შეაჩერა ამერიკული კომპონენტებისა და ამერიკული ტექნოლოგიის ექსპორტი, რომლებიც გამოიყენება რუსულ სამხედრო აღჭურვილობებში.

ჯანეტ იელენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მიმართ გარკვეული სანქციები შესაძლოა, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც ძალაში დარჩეს.