რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნურსულთან ნაზარბაევმა და ვლადიმერ პუტინმა ავღანეთში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე სირიაზე, უკრაინასა და ჩრდილოეთ კორეაზე ისაუბრეს.

ნაზარბაევმა პუტინს ასევე ამერიკაში ვიზიტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

ნურსულთან ნაზარბაევი 16-18 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

ყაზახეთის პრეზიდენტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომასაც დაესწრო. ვიზიტის დასრულების შემდეგ, ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო.