რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სატელეფონო საუბრის დროს მევლუთ ჩავუშოღლუმ რუს კოლეგას მოუწოდა, გავლენა მოახდინოს სომხეთზე, რათა სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები შეასრულოს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა, სადაც მკაცრად გმობს სომხეთის მიერ განჯაში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. თავად სომხეთში გავრცელებულ ინფორმაციას განჯის სარაკეტო თავდასხმის შესახებ უარყოფენ.