რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მიღწეული პროგრესი განიხილეს
რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მიღწეული პროგრესი განიხილეს

რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მიღწეული პროგრესი განიხილეს. რუსული მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა და არარატ მირზოიანმა ისაუბრეს რეგიონულ დღის წესრიგზე და მოსკოვი მაღალ შეფასებას აძლევს ერევანსა და ბაქოს შორის მიღწეულ პროგრესს.

რუსული მედია წერს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი და გლობალური დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

მინისტრებმა განიხილეს მომავალი სახელმწიფოთაშორისი კონტაქტების განრიგი და არსებითი შინაარსი.