რუსეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე იმსჯელებენ
მოსკოვში რუსეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე იმსჯელებენ.
იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ანჯელინო ალფანო, რუსეთის დედაქალაქს „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ თავმჯდომარის რანგში სტუმრობს.
მინისტრების შეხვედრაზე ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ ურთიერთქმედების სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებენ.
ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. 1994 წელს კონფლიქტის მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ მნიშვნელოვანი შედეგის გარეშე მიმდინარეობს.