რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ
რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

„ყოველთვის ვამბობდი, ამ დაჯგუფების საფუძველი არის არმია, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები. უნდა გაცნობოთ, რომ ამ ჯგუფის ფორმირება დაწყებულია. მგონი, ეს ორი დღეა, გრძელდება“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად სად განთავსდება ერთობლივი სამხედრო დანაყოფი და აღნიშნა, რომ საჭიროების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ამასთან, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ნატო და ევროპის რამდენიმე ქვეყანა ბელარუსის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის ვარიანტებს განიხილავენ.