რუსეთის უშიშროების საბჭო - სერგეი შოიგუმ ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას დაგმო გარე ძალების მიერ ირანის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, მხარეები პოზიციების კოორდინაციაზე შეთანხმდნენ
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, ალი ლარიჯანისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბრისას სერგეი შოიგუმ დაგმო გარე ძალების მიერ ირანის შიდა საქმეებში ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა და სამძიმარი გამოთქვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები შეთანხმდნენ „კონტაქტების გაგრძელებაზე, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პოზიციების კოორდინაციაზე“.
პრესსამსახურის ცნობით, შოიგუმ ასევე „გამოთქვა მზადყოფნა, განავითაროს ორმხრივი თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის 2025 წლის 17 იანვარს ხელმოწერილი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე“.