რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ გენერალ-ლეიტენანტ იაროსლავ მოსკალისიკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკრაინული სპეცსამსახურების აგენტი დააკავეს

23:15, 26.04.2025

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ გენერალ-ლეიტენანტ იაროსლავ მოსკალისიკის მკვლელობისთვის დააკავეს მანქანის დანაღმვაში ეჭვმიტანილი უკრაინული სპეცსამსახურების აგენტი იგნატ კუზინი. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების მტკიცებით, 1983 წელს დაბადებულმა კუზინმა შეიძინა მანქანა და დაამონტაჟა მასში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს უკრაინის ტერიტორიიდან, როდესაც რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი სადარბაზოდან გამოდიოდა.

უწყებამ მამაკაცის დაკავების ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის აღიარებით ჩვენებას აძლევს.

ავტომობილი მოსკოვში პარასკევს, დილით აფეთქდა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი.

მსგავსი