რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინის ქალაქ ხერსონში შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინის ქალაქ ხერსონში შვიდი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინის ქალაქ ხერსონში შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, – ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

კლიმენკოს თქმით, დაიღუპა წყვილი, მათი 23 დღის შვილი და კიდევ ერთი მამაკაცი სოფელ შიროკა ბალკაში, მძიმედ დაიჭრა წყვილის 12 წლის ვაჟი, ხოლო ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა მეზობელ სოფელ სტანისლავში.

„ტერორისტები არასდროს შეწყვეტენ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ტერორისტები უნდა შეაჩერონ. ძალით. მათ სხვა არაფერი ესმით“, – აღნიშნა კლიმენკომ.