რუსეთის თავდასხმის შედეგად ოდესაში დაიღუპა ორი და დაშავდა ცხრა ადამიანი
რუსეთის თავდასხმის შედეგად ოდესაში დაიღუპა ორი და დაშავდა ცხრა ადამიანი

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა ოდესაში, დაშავებულია ცხრა პირი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა.

მედიის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა ხარკოვზე მიტანილი იერიშის დროს, არიან დაშავებულებიც.

რუსები დრონებით დაესხნენ თავს კიევსაც, სადაც სამიზნე შვიდი რაიონი აღმოჩნდა. დაშავებულია ოთხი პირი. ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას.