რუსეთის თავდასხმების შედეგად ხერსონში ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა დაშავდა
რუსეთის თავდასხმების შედეგად ხერსონში ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა დაშავდა

რუსეთის ძალების თავდასხმების შედეგად ხერსონში დილიდან ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.

რუსეთის ძალებმა დარტყმები დრონებით განახორციელეს.

ხერსონის საოლქო პროკურატურის ცნობით, გამთენიისას რუსმა სამხედროებმა ხერსონში დრონიდან დარტყმა განახორციელეს სამოქალაქო ავტომობილზე, რის შედეგადაც 66 წლის მძღოლი დაიღუპა.

ამასთან, ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხვა ლოკაციაზე დარტყმების შედეგად სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები ცხრა ადამიანმა მიიღო, ერთი ქალის მდგომარეობა მძიმეა.