რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთში ჩასული რუსი სამხედროები მთიან ყარაბაღში, ოპერაციის ზონისკენ უკვე გაემართნენ
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთში ჩასული რუსი სამხედროები მთიან ყარაბაღში, ოპერაციის ზონისკენ უკვე გაემართნენ

სომხეთში ჩასული რუსი სამხედროები მთიან ყარაბაღში, ოპერაციის ზონისკენ უკვე გაემართნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სამხედრო კოლონებმა უნდა გაიარონ 250 კილომეტრზე მეტი და განათავსონ სამშვიდობო კონტინგენტი მთიან ყარაბაღში შეხების ხაზის გასწვრივ და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსული სამეთვალყურეო პოსტების მოწყობით“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სომხეთში ილ-76-ის ტიპის 20 თვითმფრინავით 400-ზე მეტი რუსი სამხედრო ჩავიდა.

სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის შეთანხმებით, მთიან ყარაბაღში საერთო ჯამში, 1 960 სამხედროს, 90 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორსა და 380 ერთეულ ტექნიკას გაგზავნიან. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სამშვიდობო მისიის სამეთაურო შტაბი სტეპანაკერტის რაიონში განთავსდება.

დატოვე კომენტარი