რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთში 200-ზე მეტი რუსი სამხედრო ჩავიდა
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთში 200-ზე მეტი რუსი სამხედრო ჩავიდა

სომხეთში 200-ზე მეტი რუსი სამხედრო ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის უწყების ცნობით, ილ-76-ის ტიპის 12 თვითმფრინავი რუსი მშვიდობისმყოფელებით დაეშვა სომხეთში.

სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებმა სომხეთში 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის გარდა, ჯავშანტრანსპორტიორები, ჯავშანმანქანები და კავშირის საშუალებები ჩაიტანეს.

სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის შეთანხმებით, მთიან ყარაბაღში საერთო ჯამში, 1 960 სამხედროს, 90 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორსა და 380 ერთეულ ტექნიკას გაგზავნიან.

დატოვე კომენტარი