რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 51 უკრაინული დრონი გაანადგურეს, დროებითი შეზღუდვები დაწესდა რამდენიმე აეროპორტში

22:40, 25.05.2025

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შვიდი საათის განმავლობაში 51 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 21 დრონი – კურსკის ოლქში, 12 – ორლოვის, 11 – ტულის, 6 – მოსკოვის, ერთი კი კალუგის ოლქში ჩამოაგდეს.

ამასთან, დომოდედოვოს, ჟუკოვსკისა და ვნუკოვოს აეროპორტებში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა. შეზღუდვები ადგილობრივი დროით 20:25 საათიდან ამოქმედდა.

მსგავსი