რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, იდლიბის პროვინციაში, „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მებრძოლები ქიმიური იარაღის გამოყენებით პროვოკაციას გეგმავენ
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, იდლიბის პროვინციაში, „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მებრძოლები ქიმიური იარაღის გამოყენებით პროვოკაციას გეგმავენ

სირიაში, იდლიბის პროვინციაში, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მებრძოლები, ორგანიზაცია „თეთრ ჩაფხუტებთან“ ერთად, ქიმიური იარაღის გამოყენებით პროვოკაციას გეგმავენ, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მოსკოვში ამბობენ, რომ იდლიბის დეესკალაციის ზონაში ავიაიერიშისა და ქიმიური იარაღის გამოყენების ინსცენირება იგეგმება.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, იდლიბიდან 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ სარმადაში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ნოემბრის დასაწყისში ქალაქში შეიარაღებული მებრძოლების თანხლებით უცნობი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებმაც სამი სატვირთო ავტომობილით ქიმიკატების ავზები ჩაიტანეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროვოკაციის მომზადებაზე ინფორმაცია რამდენიმე არხით დადასტურდა.

ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტები“ თავის ამოცანად საბრძოლო მოქმედებებში მშვიდობიანი მოქალაქეების დახმარებას ასახელებს, თუმცა სირიის ხელისუფლება მათ ექსტრემისტებთან კავშირში ადანაშაულებს.