რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ღამით რუსეთის 11 რეგიონში 158 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ღამით რუსეთის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 158 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 67 დრონი – კრასნოდარის ტერიტორიაზე, 29 – როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე, 15 – ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 11 – ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე, 10 – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, ხუთი – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, სამი – ყირიმის ტერიტორიაზე, ორი – პენზის ოლქის ტერიტორიაზე, თითო-თითო – სარატოვის, ორლოვის ოლქებისა და სტავროპოლის ტერიტორიებზე, შვიდი – აზოვის ზღვის და ექვსი – შავი ზღვის აკვატორიის თავზე.
როგორც ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა თავის ტელეგრამარხზე დაწერა, წინასწარი მონაცემებით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად რეგიონში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, რეგიონში ვითარება კვლავ რთული რჩება. მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.