რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინა ყირიმს 28 უპილოტო საფრენი აპარატით თავს დაესხა და მათ ყველას განადგურება მოახერხეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინა ყირიმს 28 უპილოტო საფრენი აპარატით თავს დაესხა და მათ ყველას განადგურება მოახერხეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინა ღამის განმავლობაში 28 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს ყირიმის ტერიტორიას, ინფორმაციას „რიანოვოსტი“ ავრცელებს.

„წუხელ ღამით კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა 28 უპილოტო საფრენი აპარატით ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე“, – აცხადებენ სამინისტროში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა ყველას განადგურება მოახერხა, ამასთან ერთად აღინიშნეს, რომ თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ყირიმის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგულარულად ცდილობენ უპილოტო საფრენი აპარატებით ყირიმის ტერიტორიაზე თავდასხმას.