რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სირიაში მდებარე რუსულ ავიაბაზას უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს, თუმცა ყველა მათგანი გაანადგურეს
სირიაში მდებარე რუსულ ავიაბაზა „ხმეიმიმს“ ოპოზიციური სამხედრო ჯგუფები ექვსი სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. მათივე ცნობით, რუსულმა საზენიტო საცეცხლე საშუალებებმა ყველა მათგანი გაანადგურა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაბაზის ფუნქციონირება არ შეფერხებულა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსულ სამხედრო ბაზას უკვე მეორედ დაესხნენ თავს. 8 აგვისტოს ბაზის მიმართულებით რაკეტები ისროლეს, თუმცა სამიზნე არ დაზიანებულა. ინციდენტის შედეგად, სირიის ორი მოქალაქე დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
სირიაში რუსეთის მიერ კონტროლირებულ ავიაბაზაზე თავდასხმა გასულ თვეშიც რამდენჯერმე სცადეს.