რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 10 უკრაინული თვითმფრინავი, რომლებიც ყირიმის ტერიტორიაზე შეტევას ცდილობდნენ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 10 უკრაინული თვითმფრინავი, რომლებიც ყირიმის ტერიტორიაზე შეტევას ცდილობდნენ

რუსეთის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 10 უკრაინული თვითმფრინავი, რომლებიც ყირიმის ტერიტორიაზე შეტევას ცდილობდნენ, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

„დღეს ღამით კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა საჰაერო თავდაცვამ. კიდევ სამი თვითმფრინავი განადგურდა ელექტრონული ომის საშუალებით“, – განაცხადეს სამინისტროში.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმზე თავდასხმის შედეგად დაშავებულების ან ობიექტების დაზიანების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება.