რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა ყარაბაღის საშიში რაიონებიდან 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრების ევაკუაცია განახორციელეს

13:59, 20.09.2023

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღის საშიში რაიონებიდან რუსი სამხედროების მიერ ორი ათასზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრების ევაკუაციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, ევაკუირებულთა ნახევარზე მეტი ბავშვია.

„სულ ევაკუირებულია 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები, მათგან 1049 ბავშვია. ყველა ევაკუირებული უზრუნველყოფილია დროებითი განთავსების ადგილითა და ცხელი საკვებით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ოპერაციის შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ.

მსგავსი