რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა და ინდოეთმა რაჯასტანში ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა და ინდოეთმა რაჯასტანში ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა და ინდოეთმა რაჯასტანში ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. მათივე ცნობით, წვრთნების მიზანი ანტიტერორისტული ოპერაციების გაუმჯობესებაა.

სამინისტროს ინფორმაციით,  „ინდრა 2025“ რაჯასტანის მაჰაჯანის პოლიგონზე მიმდინარეობს და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„წვრთნების მთავარი მიზანია ტერორიზმთან ბრძოლაში ორივე ქვეყნის ქვედანაყოფების ერთიანობის გაუმჯობესება, მათ შორის ანტიტერორისტული ოპერაციების ტაქტიკის დახვეწა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვედანაყოფების ოპერატიული თავსებადობის გაზრდას და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას თანამედროვე ომის კონტექსტში“, – განაცხადა სამინისტრომ.

ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5-6 დეკემბერს ინდოეთს ეწვევა, სადაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდება.