რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შენობაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაკარგულად ითვლება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შენობაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაკარგულად ითვლება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაზიანდა შტაბის შენობა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კი ხუთი რაკეტა, მათ შორის ფრთოსანი რაკეტები ჩამოაგდეს.

ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციამ სევასტოპოლის ცენტრში მოძრაობა დაბლოკა.