რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა არ იგეგმება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა არ იგეგმება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა არ იგეგმება.

თავდაცვის უწყების განცხადებას რუსული მედია ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარების ფარგლებში, მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვები გათვალისწინებული არ არის“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, საუბარია რუსეთის ფედერაციის ფარგლებში შიდა გადაადგილებაზე თუ საზღვარგარეთ გასვლაზე.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტიუმენის აეროპორტმა საზღვარგარეთ გამგზავრება შეზღუდა მამაკაცებისთვის სამხედრო კომისარიატის ცნობის გარეშე.