რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 121 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 121 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 121 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, არის მსხვერპლიც, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამხრეთ რეგიონში, სარატოვზე იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე სახლი და სამრეწველო ობიექტი დაზიანდა.

როგორც ოლქის გუბერნატორი რომან ბუსარგინი სოციალურ ქსელში წერს, დრონი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა, რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო საცხოვრებელი კორპუსებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

ამასთან, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინამ სარატოვში ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. რუსული მედიის ცნობით, ამჟამად უსაფრთხოების მიზნით, სარატოვში შეჩერებულია ფრენები.