რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 5, 6 და 7 მაისს „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 5, 6 და 7 მაისს „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 5, 6 და 7 მაისს „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება და მოსკოვის დროით, დილის 08:00 საათიდან 18:00 საათამდე იმოქმედებს.

უკრაინულ მხარეს ჯერ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, წინა ჯერზე გაკეთებული ასეთი ტიპის წინადადება უგულებელყო, მოგვიანებით კი, ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განმარტა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები მოლაპარაკებების შედეგად ეწყობა, ცალმხრივად მათი გახსნა, უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლევა.

აზოვსტალიდან წინა ორი დღის განმავლობაში, გაერო-სა და წითელი ჯვრის შუამავლობით ევაკუირებული 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ამ დროისთვის უკვე ზაპოროჟიეში იმყოფება. თუმცა, ქარხნის ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან როგორც უკრაინელი მებრძოლები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.