რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს

12:22, 28.02.2023

აშშ უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კირილოვმა განაცხადა.

კირილოვი რუსეთში აშშ-ის ყოფილ ელჩს, ჯონ სალივანს ციტირებს, რომ „რუსული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმოების რაიონში გეგმავენ ქიმიური იარაღის გამოყენებას“.

ამასთან, კირილოვი, რომელიც შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ხელმძღვანელია, აღნიშნავს: „ამ ინფორმაციას ვაფასებთ, როგორც აშშ-ისა და მათი თანამზრახველების განზრახვას, განახორციელონ პროვოკაცია უკრაინის ტერიტორიაზე მომწამლავი ქიმიკატების გამოყენებით“.

მისი თქმით, რუსეთი გამოავლენს და დასჯის რეალურ დამნაშავეებს.

 

მსგავსი