რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინელმა სამხედროებმა „ილ 76“-ი, რომლის ბორტზეც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, ბელგოროდში ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინელმა სამხედროებმა „ილ 76“-ი, რომლის ბორტზეც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, ბელგოროდში ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული „ილ 76“-ის ტიპის თვითმფრინავი ბელგოროდში ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, ხარკოვის ოლქის სოფელ ლიპციდან საზენიტო სარაკეტო სისტემის გამოყენების შედეგად დაზიანდა და ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სარადარო აღჭურვილობამ დააფიქსირა ორი უკრაინული რაკეტის გაშვება.

თვითმფრინავი ასრულებდა რეისს ჩკალოვსკის აეროპორტი-ბელგოროდი და გადაჰყავდა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები გაცვლისთვის.