რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლაში 489 ჯარისკაცი დაიღუპა

21:45, 02.03.2022

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად აღიარა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლაში 489 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, კიდევ 1 597 სამხედრო კი, დაიჭრა.

ამასთან, მოსკოვში ამტკიცებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ახალწვეულები არ მონაწილეობენ.

რუსული მხარე ავრცელებს ცნობებს უკრაინელების დანაკარგების შესახებ. მათი თქმით, მოკლულია 2 870 უკრაინელი ჯარისკაცი, ხოლო 3 700 დაჭრილია. მათივე თქმით, მძევლად აყვანილია 572 სამხედრო მოსამსახურე.

მსგავსი