რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა მთიან ყარაბაღში „ილ 76“-ის ტიპის თვითმფრინავები გაუშვა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა მთიან ყარაბაღში „ილ 76“-ის ტიპის თვითმფრინავები გაუშვა

რუსეთმა მთიან ყარაბაღში რიგით მეცამეტე და მეთოთხმეტე „ილ 76“-ის ტიპის თვითმფრინავები გაუშვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავები ულიანოვსკიდან გაფრინდნენ.

მოსკოვში აცხადებენ, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებში მშვიდობისმყოფელების პირადი შემადგენლობა, მატერიალური საშუალებები და ჯავშანტრანსპორტიორებია.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, მთიან ყარაბაღში სულ მცირე, 22 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი გაიგზავნება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ შვიდი ერთეული თვითმფრინავი დატვირთულია და გაფრენის ბრძანებას ელოდება.

სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის შეთანხმებით, მთიან ყარაბაღში საერთო ჯამში, 1 960 სამხედროს, 90 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორსა და 380 ერთეულ ტექნიკას გაგზავნიან.