რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 175-175 სამხედრო ტყვე გადასცეს. აღნიშნულის შესახებ მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტყვეთა გაცვლაში არაბთა გაერთიანებული საამიროები შუამავლის როლს ასრულებდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა, „კეთილი ნების ჟესტის“ სახით, უკრაინას 22 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გადასცა.