რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პოკროვსკში უკრაინელმა ჯარისკაცებმა დანებება დაიწყეს, უკრაინული მხარე კი კრემლის ცნობებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ პროცესი რთული და დინამიკურია
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის ქალაქ პოკროვსკში უკრაინელმა ჯარისკაცებმა იარაღი დაყარეს და დანებება დაიწყეს. რუსული მხარის გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ძალებში უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ სიტუაცია რთული და დინამიკურია.
მათივე ცნობით, პოკროვსკის ცალკეულ უბნებში უკრაინის პოზიციები გაუმჯობესდა.
იქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოკროვსკთან ახლოს რუსულმა შენაერთებმა უკრაინის სპეციალური ოპერაცია ჩაშალეს და ვერტმფრენში მყოფი 11 უკრაინელი მოკლეს.
უკრაინულმა მხარემ აღნიშნული ცნობები უარყო. მათივე განცხადებით, დონეცკის ოლქში, პოკროვსკში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მონაწილეობით სტაბილიზაციის ოპერაციები გრძელდება.