რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში ექვსი რეგიონის თავზე 22 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში ექვსი რეგიონის თავზე 22 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში 22 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს ექვსი რეგიონის თავზე.

უწყების ცნობით, გვიან ღამით 22 უკრაინული დრონი გააუვნებელყვეს და გაანადგურეს ასტრახანის, ყალმუხეთის, ბრიანსკის, ვოლგოგრადის, როსტოვის ოლქებისა და კრასნოდარის მხარის თავზე. ასტრახანის გუბერნატორის ცნობით, დრონების მასირებული თავდასხმა განხორციელდა სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ენერგეტიკულ კომპლექსზე.

თავდაცვის უწყების მონაცემებით, გუშინდელი საღამოს შემდეგ რუსეთს რეგიონების თავზე სულ 72 დრონი ჩამოაგდეს, აქედან 36 – კურსკის ოლქში. მანამდე კურსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ხინშტეინის აცხადებდა, რომ 27 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ქალაქ ჟელეზნოგორსკის თავზე, ჩამოვარდნილი დრონის ნაწილი აღმოჩენილია ქარხანა „ვაგონმაშის“ ტერიტორიაზე.

დრონებით იერიშის გამო ნიჟნი-ნოვგოროდის აეროპორტში რეისები შეფერხდა.