რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის ფორმირება დაიწყო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის ფორმირება დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე უწყებათაშორისი ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის ფორმირება დაიწყო. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ამ მიზნით სტეპანაკერტში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში 2020 წლის 14 ნოემბრიდან უკვე განთავსებულია ცენტრის ოპერატიული ჯგუფი.

15 ნოემბრიდან, ცენტრის დაჯგუფების გაზრდის მიზნით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოპერატიული ჯგუფის ოპერატიული რეაგირების უწყებათაშორის ცენტრში პერებაზირება იწყება. ბაზების გადასხმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის და რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ფედერალური ორგანოების ხარჯზე ხდება.

მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის ფორმირება 2020 წლის 20 ნოემბრისთვის დასრულდება.