რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-სა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თანამშრომლობის დასადასტურებლად კომპიუტერული თამაშის სურათები გამოაქვეყნა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-სა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თანამშრომლობის დასადასტურებლად კომპიუტერული თამაშის სურათები გამოაქვეყნა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-სა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თანამშრომლობის დასადასტურებლად კომპიუტერული თამაშის სურათები გამოაქვეყნა.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, მომხდარს გამოემხაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელმაც თავდაცვის უწყების მიერ კომპიუტერული თამაშიდან აღებული კადრების გამოქვეყნებას შეცდომა უწოდა.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ თამაშიდან აღებული სურათის გამოქვეყნება, უწყების ინფორმაციის დამადასტურებელი მასალის ნაცვლად, არის შეცდომა, რომლის გაზვიადება არ ღირს“, – განაცხადა პესკოვმა.

„შეცდომები ხდება, არაფერი ამაში საშინელი არ არის, თუ ისინი დროულად სწორდება, რაც თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. მე ამ შეცდომის მნიშვნელობას
არ გავაზვიადებდი“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.

14 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განაცხადება, რომლის თანახმადაც, აშშ-მა სირიის ქალაქ აბუ ქამალიდან გაქცეულ ტერორისტებზე ავიადარტყმების განხორციელებაზე უარი განაცხადა. განცხადებას უწყებამ თან ფოტომასალა დაურთო. მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ უწყების ერთ-ერთმა თანამშრომელმა განცხადებას შეცდომით სხვა სურათები დაურთო. მომხდართან დაკავშირებით სამინისტრო შიდა მოკვლევას ატარებს.