რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინის სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოების ზოლის შექმნა გრძელდება
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინის სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოების ზოლის შექმნა გრძელდება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში „უსაფრთხოების ზონას“ ქმნიან. სუმის რეგიონი რუსეთის კურსკის ოლქს ესაზღვრება.

„ჯგუფ „სევერის“ ქვედანაყოფებმა დაასრულეს უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურება კურსკის ოლქის ტერიტორიაზე. აქტიური შეტევითი მოქმედებების მიმდინარეობისას გათავისუფლდა კურსკის ოლქის დასახლებული პუნქტი გორნალი“, – აღნიშნულია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გორნალი იყო კურსკის ბოლო დასახლებული პუნქტი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ.

„გრძელდება „უსაფრთხოების ზოლის შექმნა უკრაინის სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონების ტერიტორიაზე“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.