რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინასთან ტყვეების გაცვლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, ტყვეთა გაცვლა 150-150-ზე ფორმულით შედგა

18:58, 30.12.2024

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინასთან ტყვეების გაცვლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, ტყვეთა გაცვლა 150-150-ზე ფორმულით შედგა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.

გათავისუფლებული რუსი სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე არიან გადაყვანილი.

უკრაინულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი