რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს უკრაინის მიერ კონტრიერიშის დაწყებასა და ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევასთან დაკავშირებით რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს უკრაინის მიერ კონტრიერიშის დაწყებასა და ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევასთან დაკავშირებით რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის მიერ კონტრიერიშის დაწყებასა და ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ბიბისი“ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„სინამდვილეს არ შეესაბამება ცალკეული ტელეგრამარხების მიერ გავრცელებული განცხადებები „თავდაცვის გარღვევასთან დაკავშირებით“ შეხების ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ბახმუტის მიმართულებით მათ მოწინააღმდეგის რვა შეტევა მოიგერიეს.

კონტრიერიშის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებები არ გაკეთებულა არც უკრაინის მხრიდან.

ბოლო ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში ზაპოროჟიე და ხერსონის ოლქები დაბომბეს. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მათ ოთხი მიმართულებით მოწინააღმდეგის 44 თავდასხმა მოიგერიეს.

უკრაინის მიერ კონტრიერიშის დაწყების შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიასა და პროპაგანდისტულ სოციალურ არხებზე გუშინ გავრცელდა.