რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მობილიზაციის გამო, სხვა ქვეყნებში გადასული მოქალაქეების ექსტრადირების მოთხოვნას არ გეგმავს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მობილიზაციის გამო, სხვა ქვეყნებში გადასული მოქალაქეების ექსტრადირების მოთხოვნას არ გეგმავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ გეგმავს სამხედრო მობილიზაციის გამო, სხვა ქვეყნებში გადასული მოქალაქეების ექსტრადირების მოთხოვნას.

რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

„ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუგზავნია არანაირი მიმართვა ყაზახეთის რესპუბლიკის, საქართველოს და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებისთვის იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა რუსეთში იძულებით დაბრუნების შესახებ. მიმართვა არ შემუშავებულა და არც გეგმავს“, – განაცხადეს სამინისტროში.