რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამ ოლქში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამ ოლქში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ იუწყება.

როგორც  უწყებაში აცხადებენ, 20 იანვრის ღამეს განგაში გამოცხადდა ორლოვოს, სმოლენსკისა და ტულის ოლქებში.

მათივე ცნობით, რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა მხოლოდ სმოლენსკში სამი უკრაინული დრონი ჩაოაგდეს. ასევე იუწყებიან უპილოტოების განადგურებაზე ორლოვოსა და ტულის ოლქებშიც. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

რუსული მედიის ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ასევე შენიშნეს ქალაქ სანქტ-პეტერბურგთან. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლენინგრადის ოლქში ხანძარი გაჩნდა უატ-ლუგის პორტის ტერმინალში. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, დაშავებულები არ არიან და ტერმინალის პერსონალი დროულად იყო ევაკუირებული.