რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია და ზოგიერთი პირის განცხადება არის პროვოკაცია და სამომავლო ესკალაციის მიზანი

00:28, 16.11.2022

პოლონეთის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ასევე ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადება პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნის შესახებ არის პროვოკაცია და სამომავლო ესკალაციის მიზანი, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„არანაირი თავდასხმა უკრაინასთან ახლოს, პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან არ განხორციელებულა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიით გავრცელებულ ფოტოსურათებში ასახულ ტექნიკას არაფერი აქვს საერთო რუსულ შეიარაღებასთან.

მსგავსი