რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიშის შესახებ იუწყება

10:31, 23.08.2023

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიშის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების ცნობით, ორი დრონი რუსეთის დედაქალაქის თავზე ჩამოაგდეს, მესამემ კი მართვა დაკარგა და „მოსკვა-სიტის“ კომპლექსის ერთ-ერთ მშენებარე შენობას დაეჯახა.

ოფიციალური ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. რუსული ტელეგრამარხები უპილოტო საფრენი აპარატის ცათამბჯენთან შეჯახების კადრებს აქვეყნებენ.

ივლისის ბოლოდან ეს „მოსკვა-სიტიზე“ დრონებით იერიშის უკვე მეოთხე შემთხვევაა.

მსგავსი