რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – დღის განმავლობაში უკრაინამ 280 დრონით მიიტანა იერიში რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის, თითქმის 50 უპილოტო აპარატი მოსკოვისკენ მიფრინავდა

01:05, 15.03.2026

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 11:00–დან 21:00 საათამდე რუსეთის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 280 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის, კალუგის, ბელგოროდის, ტვერის, სმოლენსკის, კურსკის ოლქებში, კრასნოდარის მხარესა და მოსკოვის რეგიონში.

მათ შორის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 47 უპილოტო აპარატი მოსკოვისკენ მიფრინავდა.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, დრონების იერიშის გამო მოსკოვის აეროპორტებში „ვნუკოვოში“, „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკსში“ შეზღუდვები მოქმედებდა.

მსგავსი