რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - დაჯგუფება „ცენტრი“ დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მივიდა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიაზე აგრძელებს შეტევის განვითარებას
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - დაჯგუფება „ცენტრი“ დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მივიდა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიაზე აგრძელებს შეტევის განვითარებას

დაჯგუფება „ცენტრი“ დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მივიდა და შეტევის განვითარებას დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიაზე აგრძელებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონში შეტევას აგრძელებენ „ცენტრის“ 90-ე სატანკო დივიზიის დანაყოფები.

განცხადების მიხედვით, „ცენტრის“ მებრძოლებმა გაანეიტრალეს 13 უკრაინული ბრიგადის ფორმირება დონეცკის რეგიონის დიმიტროვის, კრასნოარმეისკის, პეტროვსკოეს, ნოვოტორეცკოეს, ნოვოპავლოვკის, ნოვონიკოლაევკის, ალექსეევკის, ნოვოუკრაინკისა და ნოვოსერგეევკის რაიონებში.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებში ომის რეალობის აღიარებაზე თუ უარს იტყვის, ის ადგილზე ახალ რეალობას დაინახავს.