რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - აშშ-ისა და მისი მოკავშირეების რაკეტების ჩამოსაგდებად სირიამ საბჭოთა ტექნიკა გამოიყენა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - აშშ-ისა და მისი მოკავშირეების რაკეტების ჩამოსაგდებად სირიამ საბჭოთა ტექნიკა გამოიყენა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სირიამ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების რაკეტების წინააღმდეგ საბჭოთა ტექნიკა გამოიყენა.

„სირიამ სარაკეტო დარტყმების მოსაგერიებლად S-125, S-200, BUK-ისა და Kvadrat – ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემები გამოიყენა. ეს საჰაერო თავდაცვითი სისტემები 30 წლის წინ საბჭოთა კავშირში დაამზადეს” – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, სირიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების ნაწილის მოგერიება შეძლეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნებმა სირიის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, თუმცა მათივე მტკიცებით, არც ერთი რაკეტა ტარტუსსა და ხმეიმიმში მდებარე რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოქმედების არეალში არ მოხვედრილა.

შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რამდენიმე საათის წინ სირიაზე დარტყმები განახორციელეს.