რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 46 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 46 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, 18 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, 11 – კურსკის ოლქში, 7 – კალუგის ოლქში, ხუთი – ტულის ოლქში, სამი – ბელგოროდის ოლქში და ორი – ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე.
ამასთან, ტულისა და კალუგის ოლქების გუბერნატორებმა მანამდე განაცხადეს, რომ მათ რეგიონებში დრონებმა საწვავის ობიექტებს შეუტიეს.
ტულის ოლქში დრონებმა დაარტყეს ნავთობბაზას ქალაქ უზლოვაიას მახლობლად, ხოლო კალუგის ოლქში იწვის ნავთობსაცავი ქალაქ ლუდინოვოში.